მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღდგენაში დაეხმარება

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები

აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ვაშინგტონი მუშაობს კომუნალურ სამსახურებთან და შესაბამისი დანადგარების მიმწოდებლებთან, რომ უკრაინას დაეხმაროს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენაში, რომლებიც რუსი აგრესორების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა.

29 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეს საკითხები G7-ის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან უნდა განიხილოს და მომავალი მოქმედების სტრატეგია შეათანხმოს. დახმარების რაოდენობა უცნობია.

ასევე, აშშ მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, რომ უკრაინას ამ მხრივ აუცილებელი დახმარება აღმოუჩინონ.

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიშები დაიწყო, ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ბოლო შეტევის დროს, რომელიც 23 ნოემბერს განხორციელდა, რუსეთმა უკრაინას 70-მდე ფრთოსანი რაკეტა ესროლა, საიდანაც 51 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს.