მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში 6 თვეში 322-მა ადამიანმა თავი მოიკლა

თვითმკვლელობები აზერბაიჯანში

322-მა ადამიანმა აზერბაიჯანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 6 თვის განმავლობაში. ამის შესახებ Azerbaijan 24 იუწყება.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თვითმკვლელობა ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა, რომელიც საზოგადოების მომავალს საფრთხეს უქმნის.

„სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის გამო 2021 წლის პირველ ნახევარში ჩვენს ქვეყანაში 322-მა ადამიანმა თავი მოიკლა. არ შეიძლება ამ ადამიანებს პრობლემების იგნორირება, არ უნდა ვიყოთ გულგრილები იმათ მიმართ, ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. თქვენს სიცოცხლეზე კონტროლი თქვენს ხელშია“, - წერია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.