უცხოეთი

ბაიდენი პენსილვანიასაც იგებს - ერთი ნაბიჯი პრეზიდენტობამდე

ბაიდენი იგებს
1604671739
დაკოპირებულია

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, ბოლო ინფორმაციით, პენსილვანიის შტატში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 0,1%-ით გაასწრო. ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

მანამდე ჯოზეფ ბაიდენმა დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატშიც გაასწრო. ამ ორი შტატიდან ერთში მოგების შემთხვევაშიც კი ბაიდენი გამარჯვებისთვის საკმარის ხმებს აგროვებს.

ამ დროისთვის ბაიდენს მთელი ქვეყნის მასშტაბით 264 საარჩევნო წარმომადგენლის ხმა აქვს მიღებული, ხოლო დონალდ ტრამპს - 214. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმის მოგროვება სჭირდება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. რამდენიმე შტატში ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.