მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნას, როგორც ერთიანი ჯარი - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნას „როგორც ერთი ჯგუფი და ერთიანი ჯარი“.

„ვფიქრობ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა უკვე გითხრათ ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ, ბელარუსის და რუსეთის ქვედანაყოფების წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას სერიოზულად მივუდექით როგორც ჩვენი, ასევე, თქვენი ოფიცრები ავარჯიშებენ ბიჭებს და რუსებს წვრთნიან“, - აცხადებს  ლუკაშენკო.