მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

ისრაელი პრემიერი

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, ნეთანიაჰუ კი, ისრაელის პრემიერი მეექვსედ გახდა. 

როგორც timesofisrael-ი იტყობინება, ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისრაელში დემონსტრაციები გაიმართა. 

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ნეთანიაჰუს დაბრუნებაზე პროტესტი დაახლოებით 3000-მა ადამიანმა გამოთქვა. 

ქნესეთის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პატივს სცემს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს აჯანყებას არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.

მთელი სესიის განმავლობაში არაერთი გაფრთხილების შემდეგ 6 პარლამენტარი გააძევეს. 

„არჩევნების წაგება არ არის დემოკრატიის დასასრული - ეს არის დემოკრატიის არსი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ ვერ ვხედავ მიზეზს პუტინთან შესახვედრად - ესტონეთის პრეზიდენტი

✔️  თელავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა