მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარს მიუახლოვდა

ბიტკოინის მორიგი რეკორდი

1 ბიტკოინის ფასი 50 ათას აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

კვირას აზიის საფონდო ბირჟებზე მისმა ფასმა 49,714 აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ორშაბათს 47 ათასამდე შემცირდა. ბიტკოინის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში 2,8-ჯერ გაიზარდა.

ბიტკოინის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ინსტიტუციური ინვესტორების მიერ მისი გამოყენება სახელდება, რომლებიც ამ კრიპტოვალუტას ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირებისთვის იყენებენ.

მედიის ინფორმაციით, ისეთი ფინანსური გიგანტები, როგორებიცაა Morgan Stanley და Bank of New York Mellon ამ ტიპის კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ, რამაც ასევე მის ფასზე იმოქმედა.

2021 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი 64%-ით გაძვირდა. შედარებისთვის, Dow Jones Industrial Average-მა ამ ხნის განმავლობაში 2,8%-ით მოიმატა, Standard & Poor's 500 - 4,8%-ით და Nasdaq Composite-მა - 9,4%-ით.

იხილეთ ასევე:

ბიტკოინის ფასი 44 ათასს გადასცდა

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა