მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოროტმოქმედმა ფლორიდაში 4 ადამიანი მოკლა

სროლა აშშ-ში

აშშ-ის ფლორიდის შტატში შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა 4 ადამიანი, მათ შორის დედა და მისი 3 თვის შვილი მოკლა. ამის შესახებ apnews.com იუწყება.

სროლის დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგო მძიმედ დაიჭრა. დაკავების დროს 33 წლის ბოროტმოქმედი ბრაიან რაილი პოლიციამ დაჭრა. ის იმდენად აგრესიულად იქცეოდა, რომ დაკავების შემდეგაც პოლიციისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა.

პოლიციის ინფორმაციით, რაილი ავღანეთსა და ერაყში მსახურობდა და მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. გამოძიების ინფორმაციით, რაილი დაღუპულებს არ იცნობდა.