მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობამ სულ მცირე 35 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობამ სულ მცირე 35 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

მედიის ცნობით, პერნამბუკოს შტატში, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, რადგან წვიმამ გამოიწვია მეწყერი. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესიც გამოიწვია და დასახლებული პუნქტი წალეკა.

მთავრობის ცნობით, კიდევ 765 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.

ბრაზილიის ფედერალური საგანგებო სამსახურის ცნობით, მეზობელი ალაგოასის შტატის ხელისუფლებამ განაცხადა ორი გარდაცვლილის შესახებ.