მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში მოსახლეობის მომსახურება უპილოტო, ე.წ. „რობოტაქსებმა“ დაიწყეს

ჩინეთმა მოსახლეობის მომსახურებისთვის ინოვაციური ტაქსები დაამტკიცა, რითაც პეკინის ქუჩებში ათობით ეგრეთ წოდებული „რობოტაქსი“ გამოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. 

მანქანებს ერთდროულად მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ, რადგან ტაქსიში ყოველი შემთხვევისთვის, კომპანიის თანამშრომელიც ზის, თუმცა, ავტომობილი ავტოპილოტზეა. 

რეგულაციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გამო, ჯერ კიდევ წლებია საჭირო, სანამ ტაქსები სრულად იმუშავებენ ადამიანის ჩარევის გარეშე, 

დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ჩინელი მომხმარებლები სწრაფად შეეგუებიან მძღოლის გარეშე მანქანით მგზავრობას. 

5.9 კილომეტრის მანძილის გავლისთვის „რობოტაქსის“ მომსახურება 2 იუანზე (1 ლარზე) მეტი ღირს.