მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Deutche Welle: უნდა აიცრან თუ არა კოვიდვაქცინით ორსულები?

გერმანიაში ორსული ქალების აცრებზე

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის და ისრაელის ექიმების დასკვნის მიხედვით, ორსული ქალების აცრა არა თუ სახიფათო, არამედ აუცილებელიც კი არის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რაც შეეხება გერმანიას, იქ ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის თაობაზე საბოლოო რეკომენდაცია გაცემული არ არის. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ამის მიზეზად მონაცემების არარსებობას ასახელებს.

გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს ინფორმაციით, ვაქცინაცია არ არის მიზანშეწონილი ორსული ქალებისთვის, ვისაც თანმდები დაავადებები აღენიშნება. ამ დრომდე ორსული ქალების ვაქცინაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება. და ასეთ შემთხვევებში მოსალოდნელ შედეგებზე გერმანიაში ექიმები პასუხისმგებლობას იხსნიან.

გასული წლის სექტემბერში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბრიტანული ჟურნალის, The BMJ-ის ინფორმაციით, კვლევებში 68 ათასი ქალი მონაწილეობდა.

ამ დასკვნის მიხედვით, ლეტალური შედეგის ალბათობა ამ შემთხვევაში 5 ათასზე ერთს შეადგენს. საერთო ჯამში ორსული ქალები ისეთივე რისკ-ჯგუფში შედიან, რაც 70-84 წლის ადამიანები.

მეცნიერები თავად ვაქცინების ტიპის თაობაზე ავრცელებენ დასკვნას, რომ თუ ორსული ქალი ვაქცინაციას მაინც გადაწყვეტს, მან უმჯობესია BioNTech/Pfizer ან Moderna-ს ვაქცინა გაიკეთოს, რომელიც რიბონუქლეინის მჟავის საფუძველზე არის შექმნილი.

გერმანელი ექიმები არჩევანის გაკეთების საშუალებას თავად ორსულებს აძლევენ და მათ უნდა გადაწყვიტონ რა არის უფრო სარიკსო - აცრის გართულების ალბათობა თუ კორონავირუსით ინფიცირების და ამით გამოწვეული გართულებების საფრთხე.