მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში ადამიანს ფრინველის გრიპი დაუდასტურდა

იაპონია და ფრინველის გრიპი

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანს ფრინველის გრიპი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები ძალზე იშვიათია, ადამიანი სავარაუდოდ დაინფიცირდა ავადმყოფთან ან მკვდარ ფრინველთან ძალიან ახლო კონტაქტით. დაავადებული ადამიანისგან გრიპი არავის გადასდებია. 

ექსპერტები ამბობენ, რომ გრიპის გავრცელება არ დაფიქსირებულა და ყველა ახლო კონტაქტის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადებული პირი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. რისკი, რომ ფრინველის გრიპი საზოგადოებაში გავრცელდეს, ძალიან დაბალია.

ფრინველის გრიპის ზოგიერთი შტამი შეიძლება გადავიდეს ფრინველებიდან ადამიანებზე, თუმცა ფრინველის გრიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალზე იშვიათია.

„ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ეს შტამი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვირუსები მუდმივად ვითარდება და ვაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მთავარმა სამეცნიერო პროფესორმა იზაბელ ოლივერმა.

„ჩვენ მივიღეთ სწრაფი ზომები აღნიშნულ ადგილზე დაავადების გავრცელების შესამცირებლად, ყველა ინფიცირებული ფრინველი  იქნა მოკლული, მიმდინარეობს შენობის გაწმენდა და დეზინფექცია“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავარმა ვეტერინარმა ქრისტინ მიდლმისმა.