მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირს მოსახლეობის 70%-ის ასაცრელად საკმარისი ვაქცინა აქვს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

500 მლნ ვაქცინა ევროკავშირში

ევროკავშირს ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინა აქვს. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვაქცინის 500 მლნ დოზა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის იქნება განაწილებული, რაც ერთი თვის განმავლობაში ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის აცრის შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენი მიზანი - წარმატებაა. მოდით, ერთად დავძლიოთ ეს კრიზისი“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ COVID-19 ჯერ დამარცხებული არ არის და ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად შეიძლება ვაქცინის მეტი რაოდენობა გახდეს საჭირო, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის Vaccine Tracker-ის ინფორმაციით, ამჟამად 18 წელს გადაცილებული ევროკავშირის მოსახლეობის 63,8%-ს ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული, ხოლო 44,1%-ს ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული.