მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღმერთმა ქნას, რომ კორონავირუსი სიმსივნის დაავადებების წამალი იყოს“ - ლუკაშენკო (ვიდეო)

ალექსანდრე ლუკაშენკო

„კორონავირუსის ინფექცია გრიპს ამარცხებს, ონკოლოგებმა შეამჩნიეს, რომ პანდემიის გამო ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა შემცირდა. ღმერთმა ქნას, რომ კოვიდი ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ წამალი იყოს“, - ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ონკოლოგიის და სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, ონკოლოგები ვარაუდობენ, რომ ონკოლოგია მნიშვნელოვნად იმის გამო არ შემცირებულა, რომ ადამიანები ამ დაავადებით სამედიცინო პერსონალს არ მიმართავენ, არამედ იმიტომ, რომ „რაღაცა ასეთი ხდება“:

„კოვიდით დაავადებულების მკურნალობა უფრო ადვილია, ვიდრე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ექიმები-ონკოლოგები ლუკაშენკოს ამ მოსაზრებას უარყოფენ.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID 19-ს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა შეუძლია, არ არსებობს“, - ამის შესახებ ამბულატორიული ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის კლინიკის ექიმმა მიხეილ ლასკოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ალექსანდრე გრიგორიევიჩი ცდება. ასეთი ჰიპოთეზა არ არსებობს. პირიქით, თუ პაციენტი კიბოთია დაავადებული და აქტიურ მკურნალობას გადის და ამ დროს კოვიდით ინფიცირდა, მისი გარდაცვალების რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც კიბოთი დაავადებული არ არის“, - განაცხადა ლასკოვმა. ინფორმაციას gazeta.ru იუწყება.

მისი თქმით, ონკოდაავადებულებს, COVID 19-ის გადატანის შემთხვევაში ხშირად უფიქსირდებათ ისეთი გართულებები, როგორებიცაა პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. ამას კი შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.