მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იყავით გამბედავები და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ - ნავალნი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მან ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. ინფორმაციას charter97.org ავრცელებს. 

„ნამდვილად არ ვიცი, როდის დასრულდება ჩემი „კოსმოსური მოგზაურობა“. გავიგე, რომ ჩემს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის აღძვრას აპირებენ - ალბათ ახლა ტერორიზმის ან ექსტრემიზმის მუხლით. მაგრამ ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ, ან ეშინიათ, მაგრამ შეუძლიათ ამ შიშის დაძლევა. რუსეთში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანია - ათობით მილიონი. მაგრამ ხელისუფლებას ისინი არ აშინებენ - აშინებენ ისინი, ვისაც შიშის დაძლევა შეუძლიათ“, - წერს ნავალნი ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.