მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში

ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 

22 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გაუარესებული ამინდის გამო შეფერხდა.  

სემერუ ინდონეზიის 100-ზე მეტი აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია. იგი ბოლოს იანვარში ამოიფრქვა.