მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის ლიდერმა ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების ქვეყანაში შეტანა აკრძალა

ირანი ბედნიერია რომ ტრამპმა თანამდებობა დატოვა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აუკრძალა მთავრობას კორონავირუსის ახალი ვაქცინების იმპორტი აშშ-დან და ბრიტანეთიდან. ინფორმაციას „REUTERS“-ი ავრცელებს

„აკრძალულია აშშ და ბრიტანეთის ვაქცინების იმპორტი ქვეყანაში. მე ეს ვუთხარი ოფიციალურ პირებს და ახლა საჯაროდ ვამბობ,“- თქვა ხამენეიმ პირდაპირ ეთერში სატელევიზიო გამოსვლისას.

„თუ ამერიკელებს ვაქცინის წარმოება შეეძლოთ, მათ კორონავირუსის ასეთი ფიასკო არ ექნებოდათ საკუთარ ქვეყანაში“, - თქვა მან.

ირანში კორონავირუსის - 1 268 263 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გარდაიცვალა 55 933.