„ტრამპი მიდის, ჩვენ და ჩვენი მეზობლები კი ვრჩებით“. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა „ტვიტერში“ დაწერა. „ჩვენ გვსურს მეზობლებთან ურთიერთობები დავალაგოთ, რეგიონში და ჩვენს ქვეყნებში საერთო ინტერესების მისაღწევად,“ - წერს ზარიფი.
მანამდე აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ კომენტარი გააკეთა და მას „ლიბერალური დემოკრატიის მახინჯი სახე“ უწოდა. ამის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანის არჩევნებში უამრავი კანდიდატი საერთოდ ვერ მონაწილეობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. წინასწარი ინფორმაცით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.