ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „ჰარგი“ ორმუზის სრუტესთან გაჩენილი ხანძრის გამო ჩაიძირა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. 20-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად გემის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მის ბორტზე მყოფი 400 ადამიანი ევაკუირებულია.
ეკიპაჟის 20-მა წევრმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის მიზეზები უცნობია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და შემდეგ მთელ ხომალდს მოედო.