მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ მიღების შემთხვევაში, უკრაინა ფრონტის ხაზის ქალაქების დაცვას შეძლებს“ - სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი დევიდ გენდელმანი

სამხედრო ექსპერტმა დევიდ გენდელმანმა ისრაელის „რკინის გუმბათის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღება უკრაინას ძალიან დაეხმარება. 

მისივე თქმით, „რკინის გუმბათის“ სისტემა ხარკოვის, ხერსონის და ფრონტის ხაზის სხვა ქალაქების დაფარვას შეძლებს.

„სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ჩამოაგდოს უმართავი რაკეტები. გარდა ამისა, „რკინის გუმბათს“ შეუძლია, იმუშაოს MLRS ჭურვებზე. პრინციპში, მას აქვს უპილოტო საფრენ აპარატებთან და ნაღმტყორცნებთან გამკლავების უნარიც. 

უკრაინის რეალობაში კომპლექსს შეუძლია დაფაროს ფრონტის ხაზის ქალაქები - ხარკოვი, ხერსონი. კიევისთვის მისი სარგებელი ნაკლები იქნება, უკრაინის დედაქალაქში გამოიყენება შორი დისტანციის იარაღი, მაგრამ ისრაელს მათთან საბრძოლველად სხვა სარაკეტო თავდაცვის სისტემები აქვს“, - განაცხადა გენდელმანმა.

ცნობისთვის, ირანთან რუსეთის თანამშრომლობისა და რუსეთის მთავრობის წევრების ანტისემიტური თავდასხმების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ გადაცემას განიხილავს.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათი“ ისრაელის ჯარმა შეიარაღებაში 12 წლის წინ მიიღო. ის შედგება რადარისგან და საკონტროლო ცენტრისგან. რომლის მეშვეობით რამდენიმე წამში რაკეტის ტრაექტორიის და იმ მიზნის დადგენაა შესაძლებელი, რომლისკენაც ის არის მიმართული. სისტემის მესამე ნაწილი კი საზენიტო რაკეტებია. თითოეულ სისტემაში 3-4 ასეთი დანადგარია, რომელსაც 20-მდე რაკეტის გაშვება შეუძლია.

რაკეტის გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სისტემა გამოითვლის, რომ მოწინააღმდეგის რაკეტა დასახლებული რაიონისკენ არის მიმართული. საზენიტო რაკეტა მოწინააღმდეგის რაკეტას არ ხვდება - იგი მის სიახლოვეს ფეთქდება და ნამსხვრევებით ანადგურებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის ფედერაციის დიდი შეტევა ნაადრევად დასრულდება წარმატების გარეშე - ISW

👉 უკრაინამ, ბირთვულის გარდა, ყველა ტიპის იარაღი უნდა მიიღოს - ჩეხეთის პრეზიდენტი

👉 ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს, ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს - ერდოღანი

👉 რუსეთის ფედერაციის ჯარები დაწინაურდნენ ბახმუტში, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების საწყობები სამხრეთში - საბრძოლო რუკა

👉„ჩვენმა ჯარებმა უკრაინელები არაერთხელ აწამეს“ - რუსი სამხედრო ოფიცრის აღიარება