მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენი: აშშ-ში ფედერალური უწყებების და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

„ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“

ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ახალი მოთხოვნები შეეხება 100 მილიონ ამერიკელს, ამერიკელი მუშახელის ორ მესამედს. მათ არ ექნებათ ალტერნატივა.

„ჩვენ ვითმენდით, თუმცა ჩვენი მოთმინება ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია, ვიდრე შვიდი თვის წინ იყო, როდესაც ამირჩიეს პრეზიდენტად, მაინც უნდა გითხრათ მეორე ფაქტი, ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ და ეს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი, რათა დავუპირისპირდეთ ვირუსს, თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ამ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ“, - აცხადებს ბაიდენი.

სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე.

ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითხოვს მთავრობის ყველა თანამშრომლის აცრას Covid 19-ის წინააღმდეგ, ყოველგვარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე.