უცხოეთი

ჯორჯიაში ბაიდენმა ტრამპს გაუსწრო

ჯო ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Pia.ge
1604656118
დაკოპირებულია

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯორჯიას შტატის მონაცემებით, დეკომრატიული პარტიის კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაუსწრო.

ამ დროისთვის ბაიდენს ჯორჯიაში 2 449 371 ხოლო ტრამპს 2 448 54 ხმა აქვს.

ჯოზეფ ბაიდენს გამარჯვებამდე სულ ცოტა რჩება, რადგან მას 270-მდე სულ 6 ხმა აშორებს, ხოლო ჯორჯიას მოგების შემთხვევაში, მას 280 ხმა ექნება. დონალდ ტრამპს კი, ამ ეტაპზე, ჯამში 214 საარჩევნო ხმა აქვს მიღებული.

ამ დროისთვის შტატში ხმების საერთო რაოდენობის 99%-ია დათვლილი.

👉ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დრომდე რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა ხმების დათვლა გრძელდება. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა პანდემიის გამო საკუთარი არჩევანი ფოსტით გააკეთა. სწორედ ამის გამო ხმების დათვლის პროცედურა გაჭიანურდა.