მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადაში მძღოლები სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებენ (ვიდეო)

საპროტესტო აქცია კანადაში

კანადაში სატვირთო ავტომობილების მძღოლები კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით  აშშ - კანადის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არავაქცინირებულ პირებს 2-კვირიანი კარანტინი ემუქრება. ამის შესახებ abc7chicago.com იუწყება. 

საპროტესტო აქცია სახელწოდებით „თავისუფლების კონვოი“ კანადის დედაქალაქ ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ოტავის პოლიციამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქალაქში გადაადგილების მხრივ სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

აქციის მონაწილეები კოვიდპასპორტებს ფაშიზმს ადარებენ. კრიტიკის ობიექტი კანადის მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აღმოჩნდა. 

„ადამიანები სამსახურს კარგავენ იმის გამო, რომ ვაქცინაცია არ სურთ. ასე ცხოვრება წარმოუდგენელია“ - ამბობს ტრაილერის მძღოლი ერიკ სიმონსი.

ოტავის გარდა ანალოგიური აქციები სხვა ქალაქებში - ვანკუვერში, ვიქტორიაში, კალგარიში და სხვაგან გაიმართა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ აქციის მონაწილეებს “კანადელთა მცირე, მაგრამ ხმაურიანი ნაწილი“ უწოდა, რომლებიც „უტევენ მეცნიერებას, საზოგადოებას და ჯანდაცვას“.