მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართულმა ღვინომ რუსულ ბაზარზე პოზიციები გაიმყარა, ოკუპირებული აფხაზეთიდან იმპორტირებული ღვინო პოპულარობას კარგავს

ღვინის ბოთლები

ქართულმა ღვინომ რუსულ ბაზარზე პოზიციები გაიმყარა, ოკუპირებული აფხაზეთიდან შეტანილი ღვინო პოპულარობას კარგავს, - ამის შესახებ ekhokavkaza იუწყება. 

პირველად 7 წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ბაზრის ღვინით მომარაგებით ლიდერებს შორის აღარ იქნება. 

აფხაზეთიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი ბოლო სამი წელია რადიკალურად მცირდება. 

„აფხაზეთიდან შემოსული ღვინო ბოლო წლებში საბაზისოდან საშუალო ფასის სეგმენტზე გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ „ლიხნი“ რუსულ ბაზარზე რამდენიმე ბრენდიდან ერთ-ერთია, მომხმარებელთა ლოიალობა შეუზღუდავი არ არის“, - აცხადებს WineRetail-ის გამომცემლობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტავცევი.

რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ-მეორე ადგილს იტალია და ესპანეთი იკავებენ, საქართველო მესამე პოზიციაზეა. 

WineRetail-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.