მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსს მცირე დოზის რადიაცია ანადგურებს - რუსი მეცნიერები

კორონავირუსს რადიაცია ანადგურებს

რუსი და უზბეკი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი და მისი მუტაცია შესაძლოა, რადიაციის დაბალი დოზით განიკურნოს. ამის შესახებ ურალის ფედერალური უნივერსიტეტის პრესსამსახური იუწყება.  ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ადამიანისთვის უსაფრთხო, რადიაციის დაბალ დონეზე. ამჟამად რუსი სპეციალისტები ამ საკითხს უზბეკ კოლეგებთან ერთად სწავლობენ.

„ამ იდეის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსის რიბონუკლეინის მოლეკულა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას დიდ დეფორმაციას განიცდის. გაირკვა, რომ რიბონუკლეინის მოლეკულის დეფორომირემუბული ადგილები ათასჯერ უფრო მგრძნობიარეა რადიაციის მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედების მოლეკულები. შესაბამისად ვირუსისთვის სასიკვდილო რადიაციის დაბალი დონე ჯანმრთელი უჯრედებისთვის სრულიად უვნებელია“ - განაცხადა რუსმა პროფესორმა ანატოლი ზაცეპინმა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ რადიაქტიული ზემოქმედება მხოლოდ კორონავირუსზე არ მოქმედებს, ის სხვა ტიპის ვირუსებსაც ანადგურებს. რადიაციის მეშვეობით ასევე სხვადასხვა სახის ზედაპირის დეზინფიცირებაა შესაძლებელი.

ამჟამად რადიაციის დახმარებით ექიმები ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ საქართველოში კორონავირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა

♻️ რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა