მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

ვლადიმერ პუტინი საშობაო ლიტურგიაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საშობაო ლიტურგიას მოსკოვში, კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო. ინფორმაციას „კოსმოპოლსკაია პრავდა“ ავრცელებს. 

პუტინმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ქვეყნის მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცა. 

პუტინის თქმით, ქრისტეს შობის დღესასწაული ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს.

„ეს ნათელი დღესასწაული ადამიანებს კარგი საქმეების კეთებას შთააგონებს, ემსახურება საზოგადოებაში ისეთი სულიერი ფასეულობების და მორალური ღირებულებების დამტკიცებას, როგორიცაა წყალობა, თანაგრძნობა, სიკეთე და სამართლიანობა. მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ყველას, ვინც ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს,“ - აცხადებს პუტინი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

✔️ ადგილები, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია

✔️ უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა - მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე