მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყვითელი გიჟი“ ჭიანჭველები ინდოეთის სოფლებს ანადგურებენ - მედია

ყვითელი გიჟი ჭიანჭველა

სამხრეთ ინდოეთის შტატში, ტამილ ნადუს შვიდი სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ასობით მათგანი „ყვითელი გიჟი“ ჭიანჭველების შეტევისგან იტანჯება. მათი თქმით, მწერები საფრთხეს უქმნიან მოსავალს და პირუტყვს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ყვითელი გიჟი ჭიანჭველები მსოფლიოში ყველაზე საშიში ინვაზიური სახეობებია.

ჭიანჭველები (მათი სამეცნიერო სახელია Anoplepis gracilipes) ჩვეულებრივ გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ისინი მოძრაობენ არაკოორდინირებულად.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჭიანჭველები სწრაფად მრავლდებიან და შეუძლიათ, „დიდი ზიანი მიაყენონ ადგილობრივ ველურ ბუნებას“. ავსტრალიის ბევრ ნაწილში ამ მწერების ინფიცირება გამოცხადდა.

ექიმი პრონოი ბაიდია, რომელმაც ყვითელ გიჟურ ჭიანჭველებზე კვლევა ჩაატარა, ამბობს, რომ ისინი „ოპორტუნისტული სახეობებია“.

„მათ არ აქვთ კვების პრეფერენციები. ისინი ჭამენ ყველაფერს“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ისინი, ასევე, ნადირობენ ჭიანჭველების სხვა სახეობებზეც, ფუტკრებსა და კრაზანებზეც.

სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ჭიანჭველების თავდასხმის შემდეგ მათი პირუტყვი, ასევე, გველები და კურდღლებიც დაიხოცნენ.