მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ საზღვრის „თითოეული მეტრის“ ჩაკეტვის ბრძანება გასცა

ლუკაშენკო საზღვრის შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სასაზღვრო უწყებას ბელარუსის საზღვრის დაცვის გაძლიერება უბრძანა. ამის შესახებ სააგენტო „ბელტა“ იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„დღეიდან არც ერთმა ფეხმა, არც დასავლეთიდან, არც სამხრეთიდან ბელარუსში არ უნდა შეაბიჯოს, ჩაკეტეთ საზღვრის თითოეული მეტრი. ჩვენ სწორედ ამისთვის ვაფინანსებთ სასაზღვრო ძალებს და ამაში კოლოსალურ თანხებს ვხარჯავთ, იგივე ეხება სხვა ძალოვან უწყებებს. მოსახლეობამ თავი დაცულად უნდა იგრძნოს. მან უნდა იცოდეს, რომ არიან ნამდვილი კაცები, რომლებიც მას იცავენ“ - განაცხადა ლუკაშენკომ საზღვრის დაცვის საკითხებზე გამართულ თათბირზე.

მან ასევე ლიეტუვა და პოლონეთი საზღვარზე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა რვაჯერ სცადეს და როდესაც ეს არ გამოუვიდათ, გადავიდნენ შანტაჟის და ზეწოლის ტაქტიკაზე.

ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულში ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაიზარდა ლტოლვილთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ბელერუსის ტერიტორიიდან გარბიან, მათი უმეტესობა მინსკში თურქეთიდან და ერაყიდან თვითმფრინავებით ჩადის. ვილნიუსი ეჭვობს, რომ ამის უკან ბელარუსის ოფიციალური სტრუქტურები დგანან. ამის შემდეგ ლიეტუვის ხელისუფლებამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იქ მავთულხლართიანი კედლის მშენებლობა დაიწყო.