მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკაში აშშ-ის საზღვართან ახლოს 57 მოზარდი სატვირთო მანქანაში იპოვეს

მექსიკაში სატვირთო მანქანაში მოზარდები იპოვეს

მექსიკის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს გზატკეცილზე 57 გვატემალელი მოზარდი სატვირთო მანქანაში ჩაკეტილი იპოვეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

იმიგრაციის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს, რომ მოზარდებს შორის 43 ბიჭი და 14 გოგო იყო. მოზარდებს ნათესავები და ახლობლები არ ახლდათ. 

სატვირთო მანქანა შემოწმების მიზნით გზატკეცილზე გააჩერეს. მანქანის მძღოლი დააკავეს, ხოლო არასრულწლოვნები  ბავშვთა დაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა ბავშვები კონტრაბანდულად გადაჰყავთ, რადგან მათი მშობლები შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში არიან. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს კონტრშეტევა კრემენაიას რაიონში - საბრძოლო რუკა

👉 იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს