მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკაში ნავთობპლატფორმაზე გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ნავთობპლატფორმაზე გაჩენილ ხაძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის სამხრეთ ყურეში მდებარე ოფშორულ პლატფორმაზე გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ხანძარი კომპანია „პემექსის“ პლატფორმაზე გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟები ასრულებდნენ ტექნიკურ მომსახურებას პლატფორმაზე.

გამოცემის ცნობით, ხანძრის შედეგად 6 მუშა დაშავდა, 2 დაკარგული მუშის ძებნა გრძელდება.

„პლატფორმა არ ფუნქციონირებს, დღეში დაახლოებით 421,000 ბარელი ნავთობი იკარგება. ამჟამად პლატფორმაზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია“ - აცხადებს „პემექსის“ აღმასრულებელი დირექტორი ოქტავიო რომერო.

კომპანიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.