მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო მალე დაიშლება - ირანის პრეზიდენტი რუსეთის დუმაში სიტყვით გამოვიდა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ნატოს დაშლა უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

რაისის თქმით, ნატო სხვადასხვა საბაბით ქვეყნების გეოგრაფიულ სივრცეებში აღწევს და ეს „სუვერენულ დემოკრატიებს“ და „ხალხის ტრადიციებს“ ეწინააღმდეგება. ირანის პრეზიდენტის აზრით, სწორედ ეს გახდება ალიანსის დაშლის მიზეზი.

იბრაჰიმ რაისიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სირიაში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 19 იანვარს რაისი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მან ირანი-რუსეთის ურთიერთობებს „მუდმივი და სტრატეგიული“ უწოდა. ირანის პრეზიდენტმა პუტინს მომავალი 20 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი გადასცა.