მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობი კვლავ გაძვირდა

ნავთობი გაძვირდა

ნავთობის მსოფლიო ფასებმა კვლავ მოიმატა. ამის მიზეზად აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირება და დოლარის გაუფასურება სახელდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Brent-ის ტიპის ნავთობი 45 ცენტით, ანუ 0,6%-ით გაძვირდა და მისმა ფასმა ერთ ბარელში 72,04 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება WTI-ის ნავთობის ფასს, ის 39 ცენტით გაძვირდა და ერთი ბარელის ფასმა 68,98 აშშ დოლარი შეადგინა.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ცნობით, შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მარაგი 7,2 მლნ ბარელამდე შემცირდა. ნავთობის ფასის მომატებას ხელი შეუწყო ასევე გრიგალმა „იდამ“, რომელმაც მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება 80%-ით შეამცირა. ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების ასამუშავებლად რამდენიმე კვირაა საჭირო.

ექსპერტები ნავთობის ფასის ზრდის გაგრძელებას პროგნოზირებენ. ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, შეზღუდვები იხსნება, რაც მგზავრთა გადაადგილებას და საწვავის მოხმარებას ზრდის.