მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ვიზა გაუუქმა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი

მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოტივით ვიზა გააუქმა, რაც მის მონაწილეობას წლის პირველ გრანდ სლემში კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს. 

ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად გასულ კვირას მელბურნში ჩასვლისას გაუუქმდა, როცა მან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა. 

თუმცა, მან ვიზის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი მოიგო და ქვეყანაში დარჩენის უფლება მოიპოვა. 

მას შემდეგ ჩოგბურთელის ავსტრალიაში ყოფნა მთლიანად მინისტრ ალექს ჰოუკის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრება შეუძლია. 

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული.