მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი ზღვაში დაიხრჩო

გაგრაში დაიხრჩო 2 ადამიანი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრასთან ორი ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სამაშველო სამსახურების მუშაობა 7-ბალიანი შტორმის გამო გართულებული იყო.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.