მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტი აიღო, ხოლო კიევი ამას უარყოფს

ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ კატეგორიულად უარყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, თითქოს მისმა ძალებმა ბახმუტის ცენტრი დაიკავეს, რაც ქალაქის აღებას ნიშნავს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ჩერევატის თქმით, ბრძოლები ქალაქში და მის გარშემო მიმდინარეობს. მათ შორის ბრძოლა მიდის საქალაქო ადმინისტრაციასთან, სადაც, პრიგოჟინის თქმით, რუსულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართეს.

„მათ დროშა აღმართეს რაღაცა ტუალეტის შენობაზე. მიამაგრეს ეს ტილო და ამბობენ - ქალაქი ავიღეთო. ნუ კარგი, იფიქრონ ასე, რომ მართლაც აიღეს“, - განაცხადა ჩერევატიმ.

თავად პრიგოჟინი ამბობს, რომ მისმა ძალებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა აიღეს, მაგრამ ქალაქის სრულ კონტროლზე საუბარი არ არის და უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ.

ბახმუტისთვის ბრძოლა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინული ძალების ძირითადი ამოცანა არა ქალაქზე კონტროლის შენარჩუნებაა, არამედ რუსული დაჯგუფებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენება და ამ ამოცანას ე.წ. მობილური თავდაცვის ტაქტიკით ახორციელებენ.