მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის განცხადებით, ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„გავაკეთებ თუ არა ამას, ჯერ გადასაწყვეტია, მაგრამ ამ უფლების არსებობა უკვე ასტაბილურებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

პუტინის მორიგ ჯერზე პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ დაგმო ამერიკელი კანონმდებლების მიერ შემოთავაზებულ რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ შეწყდეს პუტინის პრეზიდენტად აღიარება, თუ ის დარჩება ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგ.

პუტინმა გასულ წელს გაატარა რეფორმები, რომლითაც მას უფლება მიეცა, რომ კენჭი ეყარა კიდევ ორი ​​ექვსწლიანი ვადით. რეფორმების გარეშე მას 2024 წელს გადადგომა მოუწევდა.