მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა ნიკოლაევი C 300 -ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს

ნიკოლაევის დაბომბვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ნიკოლაევი С-300 -ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. 

ამის შესახებ  „უნიანი“ იუწყება. 

საერთო ჯაში რუსმა სამხედროებმა ქალაქს 6 რაკეტა ესროლეს. შეტევა 4.20-ზე განხორციელდა.

როგორც ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა დაწერა, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

რუსმა ოკუპანტებმა ასევე ხარკოვის ოლქი დაბომბეს. ქალაქში ერთი ადამიანი დაიჭრა. 

С-300 საზენიტო დანადგარია და ის საჰაერო მიზნების გასანადგურებლად გამოიყენება. ამასთანავე ამ რაკეტის გამოყენება სახმელეთო მიზნებზეც შეიძლება, თუმცა ზიანი სხვა ტიპის რაკეტებთან შედარებით უფრო მცირეა.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უფრო დიდი საფრთხეა ამერიკისთვის, ვიდრე თავის დროზე ჰიტლერი - OCCRP

👉 რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის კომბაინები გააგზავნა

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 ხერსონის მიმართულებით 2 000-მდე ოკუპანტი ალყაში მოექცა - The Insider