მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური დარტყმების გამო შესაძლოა, თავისი მარაგი მალე ამოწუროს - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

სარაკეტო შეტევა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტების ცნობით, მოსკოვის მიერ ზუსტი მართვადი რაკეტების ამოწურვამ შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ მასიური დარტყმების ფარგლები და სიხშირე შეზღუდოს.

ექსპერტების განცხადებით, რუსეთის ახალი რაკეტების წარმოების ტემპი ადასტურებს, რომ პუტინმა ვერ შეძლო ქვეყნის ეკონომიკის „მობილიზება“.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას მხოლოდ 90 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი დარჩა. ეს კი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე დარტყმის განსახორციელებლად არის საკმარისი.