მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ალექსეი ნავალნის ორი თანამებრძოლი დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

რუსეთის ხელისუფლებამ ციხეში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ორი თანამებრძოლი დააკავა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, შესაძლოა, რომ დაკავებულებს ექსტრემიზმის ბრალდება წაუყენონ, რაც გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ბოლო თვეებში რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნისთან დაკავშირებული ჯგუფების ტერორი დაიწყო. 

მოსკოვს სურს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერის მხარდამჭერები გაანადგუროს. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.