მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის“ - პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვის უსაფრთხოებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსებზე დრონების შეტევას გამოეხმაურა. 

პესკოვის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ვლადიმერ პუტინი არ აპირებს სპეციალური მიმართვის გაკეთებას. 

ამასთან, პესკოვის თქმით, ის ვერაფერს იტყვის დედაქალაქის უსაფრთხოებაზე. 

„ვლადიმერ პუტინი არ აპირებს სპეციალური მიმართვის გაცემას დრონების საკითხზე. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის და საფრთხე არ არსებობს მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის მოსახლეობისთვის. დრონების შეტევა კიდევ ერთხელ ადასტურებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებისა და მიზნების მიღწევის აუცილებლობას. დედაქალაქის უსაფრთხოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ კარგად იმუშავა“, - განაცხადა პესკოვმა

ინფორმაციისთვის, მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო. რუსული მედია იუწყება, რომ 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა.