მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა ომის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა

„ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს“, - ამის შესახებ  სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებაშია ნათქვამი. 

„1990-იანი წლების დასაწყისში, დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებით, ჩვენს ხალხს მიეცა უდიდესი შესაძლებლობა შეექმნა საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენი მისია იყო არა ერთი დროშის მეორეთი ჩანაცვლება, არამედ ისეთი ქვეყნის აშენება, რომელიც საუკუნეების შემდეგ კვლავ უზრუნველყოფდა სომხების უსაფრთხოებას, წინსვლას და კეთილდღეობას.

ასეთი ისტორიული შესაძლებლობით გამხნევებულმა მეც, როგორც ბევრმა ჩემმა თანამემამულემ, ამ მისიას მივუძღვენი ჩემი თავი.

უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები.

დიდი ხანი ვფიქრობდი, დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო.

ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითაც საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება აზრიანი, კარგად გააზრებული, გააზრებული, ქმედება. შეცდომის უფლება აღარ გვაქვს“,  - ნათქვამია სარქისიანის განცხადებაში.