მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

რუსეთმა და უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს.

თავდაპირველად, დოკუმენტს ხელი მოაწერა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. შემდგომ კი, ანალოგიურად, დოკუმენტს ხელი მოაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

ცერემონიალს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ.

რუსეთმა და უკრაინამ უშუალოდ არ გააფორმეს შეთანხმება, მაგრამ ორივე ქვეყანამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები გაეროსთან და თურქეთთან. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის კომბაინები გააგზავნა

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით

👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო

👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი