მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

ვითარება ტაივანსა და ჩინეთს შორის

ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა. ეს მოხდა მეორე სამხედრო წვრთნის ფარგლებში, რომელიც 1 თვეზე ნაკლებ დროში ჩატარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

ტაივანმა დაგმო ჩინეთის ქმედებები. 

დაზუსტებულია, რომ აღმოჩენილ თვითმფრინავებს შორისაა J-11, J-16, Su-30, J-10 გამანადგურებლები და H-6 სტრატეგიული ბომბდამშენები.

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ 8 იანვარს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჩაატარეს „ერთობლივი გაფრთხილების პატრულირება და საბრძოლო წვრთნები“ ტაივანის გარშემო.

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, წვრთნები კუნძულზე გარე ძალებისა და სეპარატისტული ძალების პროვოკაციების დასაძლევად ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გამოსაცდელად ჩატარდა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

👉  პოდოლიაკი - რუსეთი ყირიმიდან გაქცევისთვის მზად არის

👉 ჩინეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის

👉 ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, მისი მხარდაჭერის პროტესტი წესებს მიღმა გავიდა

👉  არეულობა ბრაზილიაში - დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი

👉 დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება