მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანი ემსვერპლა

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 

„დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ექვსი სამხედრო, ხოლო ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე“, - ნათქვამია ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 11 მოქალაქე მკურნალობს საშუალო სიმძიმის დაზიანებების გამო.

ცნობისთვის, 1 500-მდე ყირგიზეთის მოქალაქე ევაკუირებული იქნა შეტაკების ადგილიდან.