მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანის ბრძანებით, ავღანეთში ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან

თალიბანის ბრძანებით, ავღანეთში ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან

ავღანეთში, თალიბანის ახალი ბრძანებით ტელეწამყვანი ქალები ეთერში ჰიჯაბით და დაფარული სახეებით იქნებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ავრცელებს.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა ახალი წესის დამორჩილებაზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ქალი ამბობს, მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.

ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.

TOLOnews-ის წამყვანის ფარიდა სიალის თქმით, თალიბებს სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან.

„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არაუშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ 2-3 საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. თალიბებს სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - აცხადებს ფარიდა სიალი.