მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა სოჭში - დატბორილია ქუჩები (ვიდეო)

წყალდიდობა სოჭში

სოჭში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა სოჭი-ჯუბგას ტრასაზე გადაადგილების პრობლემები შექმნა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

სოჭის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაზარევსკის რაიონში გზის სავალი ნაწილი დაიტბორა. ამის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში მასზე გადაადგილება შეფერხებული იყო.

წვიმის გარდა, რეგიონში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც ხეები წააქცია. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

როგორც PIA.GE-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, მსგავსი პრობლემები სოჭში ძლიერი წვიმის დროს რეგულარულად იქმნება. ადგილობრივები ამას მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებს უკავშირებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო სოჭში 25 სექტემბრისთვის დაგეგმილი ავტორბოლის, Formula1-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ასევე ეჭვქვეშ დგას სოჭის გრან-პრის ბედიც, რომელიც 26 სექტემბერს, კვირას უნდა ჩატარდეს.