მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს

უკრაინა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს

უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბელარუსთან მოსაზღვრე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

14 ნოემბერს უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე ვითარების გაუარესების შემთხვევაში იქ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქალაქ ლუცკში სპეციალური თათბირი გამართა, რომელსაც ძალოვანი უწყებების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, ბელარუსის ტერიტორიაზე 16 ათასამდე მიგრანტი იმყოფება და უკრაინა „ბელარუსთან საზღვარზე სხვადასხვა სცენარებისთვის მზად არის“.

მიმდინარე წლის მაისიდან ბელარუსიდან ლიეტუვაში და ლატვიაში მიგრანტები გადასვლას ცდილობენ, მათი უმეტესობა ბელარუსში ახლო აღმოსავლეთიდან ჩავიდა. ევროკავშირი მინსკს მიგრაციული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში ადანაშაულებს. ბოლო კვირებში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, სადაც რამდენიმე ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი და კარვების ქალაქი გაშალეს. 

რამდენიმე თვის წინ ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ლიეტუვამ შემოიღო.

ამავე თემაზე:

🔴  უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან

🔴  უკრაინაში აშშ-მა საბრძოლო მასალების დიდი პარტია ჩაიტანა