მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად არის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მზად არის კონტრშეტევისთვის, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, რომ კონტრშეტევისთვის გარკვეული დამატებითი რესურსები ჰქონდეს, მაგრამ თვეობით მას ცდა არ შეუძლია. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას Patriot-ის დამატებითი სისტემები სჭირდება, რათა დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე საკუთარი სამხედროები ფრონტის ხაზზე.

„ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება შეტევა და რა ფასს გადავიხდით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა ჰაერში და ავიაციისგან დაუცველობამ კონტრშეტევის დროს ბევრი ჯარისკაცის დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს.

როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინას ყველა აუცილებელი აღჭურვილობა გადასცეს კონტრშეტევის განსახორციელებლად.