მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსული მედია

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დიაგნოზით გადაიყვანეს პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში.
 
მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისდიქციაშია, მათ ჟირინოვსკის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. 

ჟირინოვსკის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მედიაში ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა, თუმცა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ეს ინფორმაცია უარყო.

პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.