მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზურგში დარტყმა“ - ბრიტანეთი, აშშ და ავსტრალია ჩინეთის საპირისპიროდ უსაფრთხოების პაქტს ადგენენ

წყალქვეშა ნავი

დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ ისტორიული „აუკუს უსაფრთხოების პაქტის“ შედგენის შესახებ გამოაცხადეს, რაც განიხილება როგორც მცდელობა ჩინეთთან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით შემუშავებულ გეგმად და მიზნად ისახავს წყნარი ოკეანის რეგიონში საერთო ინტერესების დაცვას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავსტრალიას პირველად შეეძლება ააშენოს ბირთვული წყალქვეშა ნავები, აშშ-ის მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიის გამოყენებით.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს პაქტი, ასევე, მოიცავს სხვა ტექნოლოგიებსაც, ეს არის ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვითი გეგმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შედგენილი.

ჩინეთმა დაგმო ეს შეთანხმება და „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ ქმედება უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა თქვა, რომ „ეს სერიოზულად ძირს უთხრის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს.“

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში ქვეყნები დაადანაშაულა „ცივი ომის მენტალიტეტში და იდეოლოგიურ ცრურწმენებში.“

პაქტის იდეამ შექმნა კონფლიქტი საფრანგეთთან, რომელმაც ახლა დაარღვია ავსტრალიასთან შეთანხმება 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ.

„ეს მართლაც ზურგში დარტყმაა“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ახალი პარტნიორობა გამოცხადდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონისა და მის ავსტრალიელ კოლეგას სკოტ მორისონის ერთობლივ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ „ჩინეთი ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე დიდ სამხედრო ხარჯებს ეწევა საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების უზარმაზარი ტემპით გაზრდისათვის. ეს ხორციელდება ზოგიერთ სადავო რაიონში. ჩვენს პარტნიორებს ამ რეგიონებში სურთ, რომ შეძლონ საკუთარი პოზიციის დაცვა“.

ბოლო წლებში პეკინი დაადანაშაულეს სადავო ტერიტორიებზე დაძაბულობის შექმნაში, როგორიცაა სამხრეთ ჩინეთის ზღვა.

რატომ წარმოიშვა ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების მშენებლობის საკითხი?

ეს წყალქვეშა ნავები გაცილებით სწრაფად მოქმედებენ და ძნელია მათი გამოვლენა, ჩვეულებრივი ფლოტებთან შედარებით. მათ შეუძლიათ დარჩნენ წყალქვეშ თვეების განმავლობაში და უფრო დიდ დისტანციაზე ისროლონ რაკეტები.