მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილს“, - დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის

დებატები პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს შორის. დარბაზში გინება მოჰყვა პრემიერის განცხადებას, რომელმაც თავისი სიტყვით გამოსვლაში გუბაზ სანიკიძე ახსენა.

👉 „ღამე რა გესიზმრებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არ გვაინტერესებს“ - სანიკიძე ღარიბაშვილს

„ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მინდა, ბევრი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს იყო ჩვენი გუნდის წევრი. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს - 100 000 დოლარად არის გაყიდული ეს კაცი, რომ იცოდეთ ყველამ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მას შემდეგ, რაც დარბაზში მყოფმა გუბაზ სანიკიძემ პრემიერის აღნიშნული სიტყვები ე.წ. დაგინებით გააპროტესტა, ღარიბაშვილმა თავისი მიმართვა გააგრძელა.

„შე ნაძირალა, შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - თქვა ღარიბაშვილმა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარბაზში სიტუაცია დაიძაბა, თანაგუნდელებს მიმართა - 

„შეეშვით, ეყოფა თავისი უბედურება“.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა.